საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის ვეძებთ ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტს.

კომპანიას, 10 წელზე მეტია, რაც თავისი წარმომადგენლობა ჰყავს საქართველოში და ევროპის სხვადასხა ქვეყანაში, წარმატებით აწვდის მაღალი ხარისხის სერვისებს.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი;
დასაქმების ტიპი:
სრული განაკვეთი;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (კონკრეტულ დროებზე მოხდება წინასწარი შეთანხმება);
გამოსაცდელი ვადა: 4 თვე;
უშუალო ხელმძღვანელი: ქსელის მართვისა და ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასის დიაპაზონი: 1200-1700 ₾ (კვალიფიკაციის მიხედვით);

დამსაქმებელი გთავაზობთ:

• ყოველწლიურ პრემიას;
• კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
• სასწავლო პროგრამების დაფინანსებას;
• ღირებული გამოცდილების შეძენას;
• ყოველწლიურად ხელფასის პოზიტიური კორექტირების შესაძლებლობას;

ძირითადი მოვალეობები:

• ქსელის/ჩართვის წერტილების მონიტორინგი;
• მომხმარებლის შეტყობინებების მიღება, პრობლემის იდენტიფიცირება და კომპეტენციის ფარგლებში მათი აღმოფხვრა;
• საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური პრობლემის გადამისამართება შესაბამის კომპეტენტურ პირებთან;
• მომსახურების დროს სიზუსტის, ოპერატიულობის, თავაზიანობის და კორექტულობის დაცვა;
• მომსახურების სტანდარტის და ინსტრუქციების დაცვა;
• კომპანიისა და მომხმარებლებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;

მინიმალური მოთხოვნები:

• უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია მათემატიკური, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან კავშირგაბმულობის მიმართულებით);
• სასურველია, არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
• ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელის ცოდნა;
• LAN, WAN ტექნოლოგიების ცოდნა;
• სასურველია, Switching, Routing პროტოკოლების და VPN ტექნოლოგიების ცოდნა;
• სასურველია, ქსელის მონიტორინგის ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა;
• ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა (სასურველია, რუსული ენაც);
• მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი;
• კომუნიკაბელური;
• დეტალებზე ორიენტირებული;
• სიტუაციის ანალიზის უნარი;
• პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული;
• განვითარებაზე ორიენტირებული;

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე recruiting@jobdeal.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თქვენი CV/რეზიუმეს გამოგზავნით, ავტომატურად ეთანხმებით იმას, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი დასაქმების მიზნით, ჩვენს არსებულ ან პოტენციურ დამკვეთ ორგანიზაციაში. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

გაზიარება