ტექ ტალანტების რეკრუტინგი გამოწვევებით არის სავსე, რადგან:

• შრომის ბაზარზე მიწოდებასთან შედარებით, გადაჭარბებული მოთხოვნაა;
• ვაკანსიის გავრცელების სტანდარტული გზები აღარ იძლევა სასურველ შედეგებს;
• მათთვის შრომის ბაზარი გლობალურია, უამრავი შესაძლებლობით;
• აქვთ განსაკუთრბებული მოთხოვნები დამსაქმებლის მიმართ;
• ტექ ტალანტებთან კომუნიკაცია სპეციფიურ მიდგომას საჭიროებს;

მაშინ, როცა კომპანიაში ამ გამოწვწვების გადასალახი შიდა შესაძლებლობები არ არსებობს, ორგანიზაცია უიმედოდ ან გამართლების იმედად ეძებს ადამიანებს.

გთავაზობთ, ეს საქმე ჩვენ მოგვანდოთ. თქვენი მინიმალური ჩართულობით, მოვამზადებთ და განვახორციელებთ პროექტს ისე, რომ საბოლოოდ კომპანიაში გყავდეთ ადამიანი, რომელიც იქნება საკმარისად მოტივირებული, კომპეტენტური, ხელმძღვანელისთვის სამუშაოდ კომფორტული და კორპორატიულ კულტურასთან თავსებადი.

ჩვენი ტექ რეკრუტინგი ეხება შემდეგ სამუშაო პოზიციებს:

დეველოპერები: Fron-end, back-end, full-stack, mobile;
სხვა პროფესიონალები: IT პროექტების მენეჯერი, პროდუქტის მფლობელი და ა.შ.

პროექტის ეტაპები

მოკლე დროში ვეცნობით თქვენი კომპანიის მიზნებს და სპეციფიკას. ვსაზღვრავთ იდეალური კანდიდატის პროფილს და ვიღებთ გადაწყვეტილებას პროექტის დაწყების თაობაზე.

პოტენციურ კანდიდატებთან ხდება ვაკანსიის შეთავზება და მათი რელევანტურობის დადგენა. პროცესი სრულდება მაქსიმუმ 3 შესაბამისი კანდიდატის მოძიებით, რომელთა შესახებაც გიგზავნით ინფორმაციებს.

ვაორგანიზებთ შეხვედრას თქვენსა და კანდიდატებს შორის. ამ პროცესს ვუწევთ მოდერაციას და მხარეებს გეხმარებით ინფორმაციების ეფექტურად და ეფექტიანად გაცვლაში.

იღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კანდიდატია თქვენთვის ყველაზე მისაღები. საჭიროების შემთხვევაში, აქტიურად გეხმარებით შესაბამისი ინსტრუმენტებით.

საუკეთესო კანდიდატთან გეხმარებით საბოლოო კონსესუსის მიღწევაში.

რატომ ჩვენ?

იმის გარდა, რომ ჩვენი ბიზნეს მოდელი უნიკალურია, აღნიშნულ სერვისზე შემდეგი კონკურენტული უპირატესობები გვაქვს:

კომპეტენცია ტექნოლოგიებში:

ჩვენი ჯობ დილერები საკმაოდ კარგად არიან გაცნობიერებული ტექნოლოგიებში იმისთვის, რომ რელევანტური კანდიდატები წარმოგიდგინოთ გადაწყვეტილების მისაღებად.

პრემიუმ ხარისხის სერვისი:

ყოველთვის საქმის კურსში ხართ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ტემპით და შაულედური შედეგებით მიმდინარეობს პროექტის ეტაპები. ასევე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პროექტის მსვლელობის სისწრაფეს.

ოპტიმალური ფასები:

გაძლევთ მომსახურების პირობების სხვადასხვა ალტერნატივას. თან ისე, რომ ფასის ხარჯზე არ შევამციროთ სერვისის ხარისხი.

 

გაინტერესებთ მომსახურების პირობები?

შეავსეთ ქვემოთ მოცემული ელ. ფორმა და დაგიკავშირდებით ან დაგვირეკეთ საკონტაქტო ნომერზე.

Please enable JavaScript in your browser to complete this form.

გაზიარება