რეკრუტინგი, ქართულ შრომის ბაზარზე, არაერთი სირთულით ხასიათდება:

• ადამიანური კაპიტალის სიმცირე;
• ტალანტების ინტერესებისა და პრიორიტეტების ცვლილება სამსახურთან მიმართებით;

• დასაქმების საიტებზე კომპანიებს შორის კონკურენციის გაზრდა;
• ტალანტებისგან სამსახურეობრივ ცვლილებებზე უარი, კომფორტის ზონის გამო;
• კონკურენტ კომპანიებში, რეზიუმეს გაგზავნაზე თავის შეკავება;
• სამსახურის მაძიებლების მხრიდან, ხშირი მანიპულაციები;

წარმატებული რეკრუტინგისთვის, ამ გამოვევების გადალახვა აუცილებელია. სხვა შემთხვევაში: იფლანგება ორგანიზაციული რესურსები, დემოტივირდება მოძიება-შერჩევაზე პასუხისმგებელი პირი და კომპანიაში ფერხდება ბიზნეს პროცესები.

რეკრუტინგი
რეკრუტინგი

გთავაზობთ, ეს საქმე ჩვენ მოგვანდოთ. თქვენი მინიმალური ჩართულობით, მოვამზადებთ და განვახორციელებთ პროექტს ისე, რომ საბოლოოდ კომპანიაში გყავდეთ ადამიანი, რომელიც იქნება საკმარისად მოტივირებული, კომპეტენტური, ხელმძღვანელისთვის სამუშაოდ კომფორტული და კორპორატიულ კულტურასთან თავსებადი.

ჩვენი რეკრუტინგი ეხება შემდეგ სამუშაო პოზიციებს:

სახაზო მენეჯმენტი: მთავარი ბუღალტერი, გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი და ა.შ.
სპეციალისტები: სოციალური მედიის მენეჯერი, შესყიდვების სპეციალისტი, ოფისის მენეჯერი და ა.შ..

პროექტის ეტაპები

მოკლე დროში ვეცნობით თქვენი კომპანიის მიზნებს და სპეციფიკას. ვსაზღვრავთ იდეალური კანდიდატის პროფილს და ვიღებთ გადაწყვეტილებას პროექტის დაწყების თაობაზე.

პოტენციურ კანდიდატებთან ხდება ვაკანსიის შეთავზება და მათი რელევანტურობის დადგენა. პროცესი სრულდება მაქსიმუმ 3 შესაბამისი კანდიდატის მოძიებით, რომელთა შესახებაც გიგზავნით ინფორმაციებს.

ვაორგანიზებთ შეხვედრას თქვენსა და კანდიდატებს შორის. ამ პროცესს ვუწევთ მოდერაციას და მხარეებს გეხმარებით ინფორმაციების ეფექტურად და ეფექტიანად გაცვლაში.

იღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კანდიდატია თქვენთვის ყველაზე მისაღები. საჭიროების შემთხვევაში, აქტიურად გეხმარებით შესაბამისი ინსტრუმენტებით.

საუკეთესო კანდიდატთან გეხმარებით საბოლოო კონსესუსის მიღწევაში.

რატომ ჩვენ?

იმისთვის, რომ გააკეთოთ სწორი არჩევანი და შედეგად, იმედგაცრუებული არ დარჩეთ, გთავაზობთ მარტივ შედარებებს, ჩვენსა და სხვა სუბიექტებს შორის.

პროექტი მისთვის მხოლოდ შემოსავლის დამატებითი წყაროა.

შესასრულებელი პროექტი თქვენი კმაყოფილების საშუალებაა.

შესასრულებელი პროექტი თქვენი კმაყოფილების საშუალებაა როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

მისი ძირითადი რესურსი მხოლოდ კომპეტენციებია. მას არ რჩება დრო მრავალფეროვანი რესურსების შესაქმნელად.

ყველას აქვს თავისი ძლიერი მხარე. თუმცა, ისინი რესურსების მრავალფეროვნებით არ გამოირჩევიან.

ტალანტების ბაზა, ვაკანსიის ქოფირაითინგი, სანაცნობო ქსელი და მოლაპარაკებების-დროის მართვის უნარები, საშუალებას გვაძლევს დავდოთ სწრაფი და ხარისხიანი შედეგები.

საკუთარი სამუშაოსგან დაღლილი, თქვენთვის მუშაობს მხოლოდ თავისუფალ დროს.

ერთ რეკრუტერს შეიძლება ერთდროულად რამდენიმე (მათ შორის სხვა დამკვეთის) ვაკანსია ჰქონდეს დასახური და თან არც იცით, ხართ თუ არ პრიორიტეტული.

ჩვენი ჯობ დილერი თავისი პროფესიონალიზმით, კომპანიაში მართვის ეფექტური სისტემებითა და ადეკვატური დატვირთვით მუშაობს.

გთანხმდებათ მინიმალურ ანაზღურებაზეც კი.

ფასების ლავირებაში შეზღუდულია.

გაძლევთ მომსახურების პირობების სხვადასხვა ალტერნატივას. თან ისე, რომ ფასის ხარჯზე არ შევამციროთ სერვისის ხარისხი.

საკუთარ რესურსებს არ ხარჯავს ტალანტებთან რეპუტაციის შექმნაში.

საკუთარ რესურსებს არ ხარჯავს ტალანტებთან რეპუტაციის შექმნაში.

ჩვენ ნდობის მაღალი ხარისხი და ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს ტალანტებთან.

გაინტერესებთ მომსახურების პირობები?

შეავსეთ ქვემოთ მოცემული ელ. ფორმა და თავად დაგიკავშირდებით ან დაგვირეკეთ საკონტაქტო ნომერზე.

Please enable JavaScript in your browser to complete this form.

გაზიარება