მედიაცია, მხარეებს შორის არსებული დავის გადაჭრის ყველაზე ოპტიმალური, სწრაფი და ეფექტიანი გზაა. რატომ?

ხშირად, როცა თანამშრომლის მიერ კომპანიის დატოვებას კონფლიქტი ახლავს თან, დასაქმებული, სამართლიანობის აღდგენას სასამართლოს გზით ცდილობს. თავის მხრივ, დამსაქმებელი ცუდ რეკომენდაციებს გასცემს ამ ადამიანის მიმართ, იმისთვის, რომ სხვაგან დასაქმება გაუჭრიდეს. საბოლოოდ კი კონფლიქტი იმდენად მძიმე ფაზაში შედის, რომ რომელმა მხარემაც არ უნდა აჯობოს მეორეს, ამ პროცესში მაინც ყველა უამრავ დროს, ენერგიას და ფულს ხარჯავს.

არის შემთხვევები, როცა კომპანიას სურს თანამშრომლის შენარჩუნება მისი მაღალი პროფესიონალიზმის გამო. თუმცა არსებული უკმაყოფილებები და კონფლიქტები უკვე იმდენად ხშირია, რომ საქმეზე კონცენტრაცია და ბიზნეს შედეგების დადება ძალიან რთულდება. გაფიცვის შემთხვევაში კი ბიზნესის ფულადი დანაკარგები, ყოველთვის საგრძნობია ხოლმე.

მედიაცია
მედიაცია
რას გთავაზობთ?

ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ კონფილქტის მოგვარებაში ისე, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მხაეები კმაყოფილნი დარჩეთ, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში კი შესაძლებელი გახდეს კონფლიქტის პრევენციაც. ჩვენი ამოცანაა მხარეების შერიგება და არა ვინმეს ინტერესების დაცვა.

ჩვენ მედიაციას ვატარებთ ნებისემირ მხარეებთან:

ბიზნესის დამფუძნებლებთან, დირექტორებთან, მენეჯერებთან და რიგით თანამშრომლებთანაც კი.

პროექტის ეტაპები
გაინტერესებთ მომსახურების პირობები?

სერვისის საფასური დამოკიდებულია მედიატორის სამუშაო საათების რაოდენობაზე.

გაზიარება