ერთ-ერთი დეველოპერული კომპანიისთვის ვეძებთ სამშენებლო პროექტების მენეჯერს.
კომპანია აშენებს პრემიუ კლასის საცხოვრებელ კორპუსებს. მათი პროექტები გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, ოპტიმალური გეგმარებით და საუკეთესო ადგილმდებარეობით.
ძირითადი მოვალეობები:
• პროექტის ეფექტური და ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა;
• მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
• პროექტის ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი და მის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
• პროექტის ხარისხის პერიოდული ზედამხედველობა პირადად ან დელეგირებით;
• ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
• კონტრაქტორების/ქვეკონტრაქტორების შერჩევა და მათთან მოლაპარაკების წარმოება;
• კონტრაქტორების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
• პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების დროული იდენტიფიცირება, ანალიზი და გადაწყვეტის ოპტიმალური გზების დასახვა, შეთანხმება ჩართულ მხარეებთან;
• მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან და შესაბამისი პირების კოორდინაცია;
• რეპორტინგი;
მინიმალური მოთხოვნები:
• უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
• მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობის მიმართულებით, სამშენებლო პროექტების მენეჯერის ან სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
• პროექტის მართვის პრინციპების ცოდნა;
• ლიდერობა;
• სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
• დროის მართვის უნარი;
• გადაწყვეტილების მიღების უნარი;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• გუნდურად მუშაობის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი;
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
უშუალო ხელმძღვანელი: პროექტების დირექტორი;
დამატებით, დამსაქმებელი გთავაზობთ:
• საპენსიო შენატანის დაფარვა (4%);
• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• უქმე დღეები (day off) წლის განმავლობაში;
• სატელეფონო ლიმიტი;
• თანამედროვე ოფისი;
• კეთილსგანწყობილი სამუშაო გარემო;
კონკურსის ეტაპები:
• ინტერვიუ ჯობ დილერთან;
• შეხვედრა დამკვეთთან;
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე contact@jobdeal.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თქვენი CV/რეზიუმეს გამოგზავნით, ავტომატურად ეთანხმებით იმას, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი დასაქმების მიზნით, ჩვენს არსებულ ან პოტენციურ დამკვეთ ორგანიზაციაში. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის.