ქართულ შრომის ბაზარზე, რეკრუტინგი ძალიან გართულდა, რადგან:
• ადამიანური კაპიტალის სიმცირეა და მისთვის ყველა კომპანია იბრძვის;
• დასაქმების საიტებზე, კომპანიებს შორის მაღალი კონკურენციაა;
• სოციალურ მედიაში, კომპანიები აქებენ საკუთარ თავს, თუმცა ნდობა მაინც დაბალია;
• ადამიანებმა შეიცვალეს მიდგომა და პრიორიტეტები სამსახურთან მიმართებით;
• ხშიირად, სამსახურის მაძიებლები მანიპულიებენ ან არღვევენ შეთანხმებებს;
წარმატებული რეკრუტინგისთვის, აუცილებელია შრომის ბაზართან ადაპტაცია და თანამედროვე სამუშაო მიდგომების გამოყენება. სხვა შემთხვევაში: იფლანგება რესურსები, დემოტივირდება რეკრუტინგზე პასუხისმგებელი პირი და კომპანიაში ფერხდება ბიზნეს პროცესებიც.


თუ თქვენი ვაკანსიისთვის გჭირდებათ ფრონტ და ბექ ოფისის სპეციალისტები, ამისთვის ჩვენი რეკრუტინგი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.
თქვენს ნაცვლად, ტალანტებს ჩვენ მოვიზიდავთ, გადავარჩევთ და შემდეგ, დაგეხმარებით მათთან მოლაპარაკებაშიც.
რას ვაკეთებთ განსხვავებულს?
ჩვენ ტალანტებთან რეპუტაციას მაქსიმალურად ვუფრთხილდებით და მათში მაღალი ნდობით ვსარგებლობთ, რადგან ვთანამშრომლობთ მხოლოდ იმ კომპანიებთან, რომლებიც ადამიანებს სთავაზობენ ადეკვატურ სამუშაო პირობებს და გამოირჩევიან კეთილსინდისიერებით.
შედეგად, ჩვენ მათთვის ვართ ერთგვარი ფილტრი, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და იმუშაონ ადეკვატურ დამსაქმებელთან.
მომსახურების ეტაპები
მოკლე დროში ვეცნობით თქვენი კომპანიის და ვაკანსიის სპეციფიკას. ვსაზღვრავთ იდეალური კანდიდატის პროფილს და პროექტისთვის საჭირო რესურსებს.
მარკეტინგულად დამუშავებულ ვაკანსიას, ვავრცელებთ ყველა იმ ადგილებში, სადაც პოტენციური კანდიდატები გვეგულება. ასევე, ვიყენებთ ჩვენს ტალანტების ბაზას და სანაცნობო ქსელს.
დაინტერესებულ აპლიკანტებს ვუტარებთ ინტერვიუებს, ვაკანსიასთან რელევანტურბის დადგენის მიზნით.
ვაორგანიზებთ შეხვედრას თქვენსა და კანდიდატებს შორის. ამ პროცესს ვუწევთ მოდერაციას და მხარეებს გეხმარებით ინფორმაციების ეფექტურად გაცვლაში.
გეხმარებით გადაწყვეტილების მიღებასა და საუკეთესო კანდიდატთან საბოლოო კონსესუსის მიღწევაში.
ჩვენ გირჩევთ

რატომ არ ვყიდით ადამიანებს?