სად ჩნდება რისკები სერვისის შეძენისას?
• მარკეტინგული მანიპულაცია – შორიდან კომპანია კარგად არის „შეფუთული“ რეკომენდაციებით და შთამაგონებელი ვიდეოებით. თუმცა, საბოლოოდ თქვენი მოლოდინები ცდება რეალობას.
• შიდა თანამშრომელი – მიმართულების ხელმძღვანელი თავად წყვეტს, ვინ აირჩიოს. ამ დროს, თქვენ არ იცით, შესაძლებელია თუ არა იგივე ფასში, უკეთესი ხარისხის სერვისის შეძენა.
• ნაცნობობა – გადაწყვეტილების მიღება იმდენად რთული გეჩვენებათ, რომ გირჩევნიათ თითქმის ბრმად ენდოთ ნაცნობს და სიღრმირსეულად არ განიხილოთ ალტერნატივები.

ასეთი რისკებისგან ჩვენ დაგაზღვევთ!
ჩვენ მოვიძიებთ და შემდგომ, შეგარჩევინებთ თქვენთვის საჭირო პარტნიორ აუთსორს კომპანიას, რომელიც საქმიანობს შემდეგ სფეროებში:
ციფრული მარკეტინგი
გაყიდვები
შრომის უსაფრთხოება
ფინანსები და ბუღალტერია
იურიდიული მომსახურება
პერსონალის განვითარება

რას გაძლევთ ჩვენთან თანამშრომლობა?
✓ სანამ ჩვენ ვმუშაობთ, პარალელურად თქვენი დრო სხვა მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის არის დათმობილი;
✓ იცით, რომ თქვენი თანხები რაციონალურად გამოიყო და სამომავლოდ, არც ზედმეტი დანახარჯები გაქვთ;
✓ თქვენი პარტნიორი შემოწმებულია ყველა პარამეტრში, რომ მან დაპირებული კეთილსინდისიერად შეასრულოს;
✓ ჩვენ თქვენს მოთხოვნაზე ვზუნავთ, ხოლო ამისთვის საჭირო საკომისიოს, სხვა იხდის;