დღეს ჰედჰანთინგი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია, რადგან:
• კარგი მენეჯერის/ლიდერის პროფილის შექმნას სპეციფიური ცოდნა სჭირდება;
• მიმართულების ექსპერტების კვალიფიკაცია ძალიან კომპლექსური გახდა;
• შრომის ბაზარზე ცოტა პროფესიონალია;
• ვაკანსიის გავრცელების სტანდარტული გზები აღარ იძლევა სასურველ შედეგებს;
• შუამავლის გარეშე, მხარეები ქმნიან არასწორ მოლოდინებს ერთმანეთის მიმართ;
მაშინ, როცა ორგანიზაცია საკუთარი ძალებით ცდილობს ასეთი ვაკანსიისთვის კანდიდატების მოძიება-შერჩევას, უმეტეს შემთხვევაში იმედგაცრუებული რჩება. შედეგად, რესურსები ამაოდ დაიხარჯა და ბიზნესი, საჭირო ადამიანის არ ყოფნის გამო, კვლავ ნელი ტემპით იზრდება.
გთავაზობთ, ეს საქმე ჩვენ მოგვანდოთ. თქვენი მინიმალური ჩართულობით, მოვამზადებთ და განვახორციელებთ პროექტს ისე, რომ საბოლოოდ კომპანიაში გყავდეთ ადამიანი, რომელიც იქნება საკმარისად მოტივირებული, კომპეტენტური და კორპორატიულ კულტურასთან თავსებადი.
ჩვენი ჰედჰანთინგი ეხება შემდეგ სამუშაო პოზიციებს:
ტოპ მენეჯმენტი: გენერალური დირექტორი, აღმასრულებელი დირექტორი, კომერციული დირექტორი და ა.შ.
შუა რგოლის მენეჯმენტი: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელი და ა.შ.
მიმართულების ექსპერტი: ბრენდ მენეჯერი, პროდუქტის მენეჯერი და ა.შ.
პროექტის ეტაპები
მოკლე დროში ვეცნობით თქვენი კომპანიის მიზნებს და სპეციფიკას. ვსაზღვრავთ იდეალური კანდიდატის პროფილს და ვიღებთ გადაწყვეტილებას პროექტის დაწყების თაობაზე.
პოტენციურ კანდიდატებთან ხდება ვაკანსიის შეთავზება და მათი რელევანტურობის დადგენა. პროცესი სრულდება მაქსიმუმ 3 შესაბამისი კანდიდატის მოძიებით, რომელთა შესახებაც გიგზავნით ინფორმაციებს.
ვაორგანიზებთ შეხვედრას თქვენსა და კანდიდატებს შორის. ამ პროცესს ვუწევთ მოდერაციას და მხარეებს გეხმარებით ინფორმაციების ეფექტურად და ეფექტიანად გაცვლაში.
იღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კანდიდატია თქვენთვის ყველაზე მისაღები. საჭიროების შემთხვევაში, აქტიურად გეხმარებით შესაბამისი ინსტრუმენტებით.
რატომ ჩვენ?
იმის გარდა, რომ ჩვენი ბიზნეს მოდელი უნიკალურია, აღნიშნულ სერვისზე შემდეგი კონკურენტული უპირატესობები გვაქვს:
კანდიდატის პროფილი:
ჩვენ სწორი კანდიდატის პროფილის ჩამოყალიბების მაღალი და განსაკუთრებული კომპეტენცია გვაქვს. ამ დროს, ვითვალისწინებთ არა მხოლოდ დამკვეთის სურვილებს, არამედ მისი ბიზნესის ობიექტურ საჭიროებებსაც.
პრემიუმ ხარისხის სერვისი:
ყოველთვის საქმის კურსში ხართ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ტემპით და შაულედური შედეგებით მიმდინარეობს პროექტის ეტაპები. ასევე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პროექტის მსვლელობის სისწრაფეს.
ოპტიმალური ფასები:
გაძლევთ მომსახურების პირობების სხვადასხვა ალტერნატივას. თან ისე, რომ ფასის ხარჯზე არ შევამციროთ სერვისის ხარისხი.
რჩევები და ქოუჩინგი:
იმისთვის, რომ რაც შეიძლება ხარისხიანი გადაწყვეტილება მიიღოთ, მოგცემთ არა მხოლოდ რჩევებს, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, დაგეხმარებით ქოუჩინგის ინსტრუმენტებითაც.
გაინტერესებთ მომსახურების პირობები?
შეავსეთ ქვემოთ მოცემული ელ. ფორმა და თავად დაგიკავშირდებით ან დაგვირეკეთ საკონტაქტო ნომერზე.