საწყობის მენეჯერი

ჩინური ბრენდის ტრაქტორების დისტრიბუტორი კომპანიისთვის ვეძებთ საწყობის მენეჯერს.

კომპანია, 15 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე პოზიციონირებს. ფლობს ტრაქტორის 50-ზე მეტი დასახელების მოდელს და საკუთარ კლიენტებს უზრუნვეყოფს საჭირო სერვისებით/სათადარიგო ნაწილებით.

ძირითადი მოვალეობები:

• საწყობის ოპერაციული საქმიანობის სრული მართვა და ორგანიზება (მიღება, განთავსება, შენახვა, გაცემის პროცესი);
• ტრაქტორებისა და სათადარიგო ნაწილების აღრიცხვის სისტემის კონტროლი (ინვენტარიზაცია, ნაშთების სიზუსტე);
• პროდუქციის მიღებისას შესაბამისი კონტროლის უზრუნველყოფა;
• შეკვეთების დროული და ზუსტი დამუშავება (შიდა დეპარტამენტებისა და კლიენტებისთვის);
• საწყობის სივრცის ეფექტური დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
• მარაგების მინიმალური და მაქსიმალური ზღვრის განსაზღვრა და შევსების პროცესის კოორდინაცია;
• ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკური პროცესების კოორდინაცია (ჩატვირთვა/დატვირთვა, გადაზიდვები რეგიონებში);
• საწყობის თანამშრომლების მართვა, გადანაწილება და კონტროლი;
• უსაფრთხოების, შრომის დაცვისა და ტექნიკური წესების დაცვა საწყობში;
• დოკუმენტაციის წარმოება (ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ინვენტარიზაციის ანგარიშები);
• ERP/საწყობის მართვის პროგრამაში მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა;
• ხელმძღვანელობისთვის რეგულარული რეპორტების მომზადება (ნაშთები, ბრუნვა, დაკარგვები, დაგვიანებები).

მინიმალური მოთხოვნები:

• სასურველია, უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
• საწყობის მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
• სასურველია, კატალოგებში მუშაობის გამოცდილება;
• ტექნიკური პროდუქციის (ავტონაწილები, ტექნიკა, აგრო ტექნიკა) საწყობში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
• ინვენტარიზაციისა და მარაგების მართვის პრინციპების ცოდნა;

• MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
• 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
• ორგანიზებული;
• გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• ცვლილებებზე მორგების უნარი;

• დეტალებზე ორიენტირებული;
• განვითარებაზე ორიენტირებული;

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზადკეცილი (ისთ ფოინთთან ახლოს);
დასაქმების ტიპი:
სრული განაკვეთი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:00. შაბათი: 9:30-14:30 ;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი: 2000-3000 ₾ (გამოცდილების მიხედვით);

კონკურსის ეტაპები:

▶︎ ინტერვიუ ჯობ დილერთან;
▶︎ შეხვედრა დამკვეთთან;

ტექნიკური სერვისის მენეჯერი

ჩინური ბრენდის ტრაქტორების დისტრიბუტორი კომპანიისთვის ვეძებთ ტექნიკური სერვისის მენეჯერს.

კომპანია, 15 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე პოზიციონირებს. ფლობს ტრაქტორის 50-ზე მეტი დასახელების მოდელს და საკუთარ კლიენტებს უზრუნვეყოფს საჭირო სერვისებით/სათადარიგო ნაწილებით.

ძირითადი მოვალეობები:

• კლიენტების დისტანციური მომსახურება სერვისის მიმართულებით;
• ტექნიკური მომსახურების მიღებისა და შესრულების პროცესების ოპტიმიზაცია (დროის შემცირება, დატვირთვის მართვა, პროცესების გამარტივება);

• სერვისზე შემოსული ტრაქტორებისა და ტექნიკის რეგისტრაცია და სამუშაო დავალებების ფორმირება;
• სერვისის შეკვეთების დაგეგმვა და ტექნიკური პერსონალის გადანაწილება;
• სერვისის პროცესის მონიტორინგი (შეკეთების სტატუსი, ვადები, შესრულება);
• კლიენტების ინფორმირება სერვისის მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ;
• სათადარიგო ნაწილების მოთხოვნების გადაცემა საწყობისთვის და მათი ხელმისაწვდომობის კონტროლი;
• შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაციის წარმოება (აქტები, ინვოისები, საგარანტიო ფორმები);
• საგარანტიო შემთხვევების აღრიცხვა და შესაბამისი პროცედურების მართვა;
• სერვისის ხარისხის კონტროლი და კლიენტების უკუკავშირის შეგროვება;
• მონაცემების შეყვანა ERP/CRM სისტემაში;
• მომსახურების გაუმჯობესების ინიციატივების იდენტიფიცირება, შეთავაზება და დანერგვის უზრუნველყოფა;

• ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება (შეკვეთების რაოდენობა, ვადები, პრობლემები).

მინიმალური მოთხოვნები:

• სასურველია, უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
• სატრანსპორტო საშუალებების სერვისის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
• სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
• კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი;

• ტექნიკური ინფორმაციის სწორად გადაცემის და აღქმის უნარი;
• დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, ERP/CRM);
• სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
• სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით მუშაობის გამოცდილება.
• გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
• პრობლემის გადაჭრის უნარი;
• ცვლილებებზე მორგების უნარი;

• დეტალებზე ორიენტირებული;
• განვითარებაზე ორიენტირებული;

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზადკეცილი (ისთ ფოინთთან ახლოს);
დასაქმების ტიპი:
სრული განაკვეთი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:00. შაბათი: 9:30-14:30 ;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი: 2000-3000 ₾ (გამოცდილების მიხედვით);

კონკურსის ეტაპები:

▶︎ ინტერვიუ ჯობ დილერთან;
▶︎ შეხვედრა დამკვეთთან;

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე resume@jobdeal.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თქვენი CV/რეზიუმეს გამოგზავნით, ავტომატურად ეთანხმებით იმას, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი დასაქმების მიზნით. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

გაზიარება