გიგა ჭანტურია
დამფუძნებელი
ბიზნეს სექტორში, თანამშრომელთა მოძიება-შერჩევის მიმართულებით, აქვს 12 წელიანი სამუშაო გამოცდილება. ამ ხნის განმავლობაში, შეხება ჰქონდა, როგორც ყველა რანგის მენეჯერულ პოზიციებთან, ისე სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან. აქვს მაგისტრის ხარისხი ორგანიზაციულ განვითარებასა და კონსულტაციაში.
ნანუკა ლობჯანიძე
პროექტების მენეჯერი
მისი მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება 12 წელს ითვლის: მუშაობდა მომსახურების, გაყიდვების მიმართულებით წამყვან საფინანსო ინსტიტუტებში. ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად მართავს სხვადასხვა მიმართულების და მასშტაბის პროექტს, კერძო და სახელმწიფო სექტორში. არის PMI თბილისი საქართველოს წევრი. ფლობს ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.
თიკო ბაქანიძე
ტალანტების სორსერი
ჩვენს კომპანიაში წარმატებით გაიარა სტაჟირების პერიოდი. რის გამოც, დაწინაურდა მიმდინარე სამუშაო პოზიციაზე. წარსულში, სამუშაო გამოცდილება დააგროვა სოციალური მედიის მართვისა და გაყიდვების მიმართულებით. გავლილი აქვს არაერთი სემინარი რეკრუტინგის მიმართულებით. არის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი.
ანა ბაქრაძე
იურისტი
10 წელზე მეტი იმუშავა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. იურისტის სამუშაო პოზიციაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა საბანკო და საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიებში. არის ბიზნეს სამართლის მაგისტრი. ფლობს ადვოკატის ლიცენზიას სამოქალაქო სამართალში.