წარმატება არის მოგზაურობა, რომელიც მოითხოვს შრომას, დისციპლინას და მოთმინებას. სამყაროში, სადაც სწრაფი სიამოვნების მიღება და მარტივი გამოსავლები ხშირად გვატყვევებს, ადვილად შეიძლება დაგვავიწყდეს მუდმივი შრომის და თავდადების მნიშვნელობა. ცნობილი გამოთქმა, „რომი ერთ დღეში არ აშენებულა,“ გვახსენებს, რომ დიდ მიღწევებს დრო სჭირდება. ამ სტატიაში ვისაუბრებთ შრომის, დისციპლინისა და მოთმინების მნიშვნელობაზე წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
შრომის ძალა: დაუღალავად შრომა ნებისმიერი წარმატების ქვაკუთხედია. – და მაინც რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი?!
• მიღწევას სჭირდება ძალისხმევა: წარმატება იშვიათად მოდის მარტივად. არავის მიუღია დიდება უმოქმედობის ან მოკლე გზების გამოყენებით;
• მუდმივი განვითარება: შრომა იწვევს თვითგანვითარებას. რაც უფრო მეტ ძალისხმევას დებთ საქმეში, მით უფრო იზრდებით;
• გამძლეობა: შრომა აყალიბებს გამძლეობას. დრო და დრო უკეთესად გაუმკლავდებით გამოწვევებსა და სირთულეებს;
• მაგალითის მიცემა: თქვენი ერთგულება მიზნებისადმი და შრომისმოყვარეობა შთააგონებს თქვენ გარშემო მყოფებს;
• გრძელვადიანი კმაყოფილება: ის კმაყოფილება, რომელიც მიიღწევა დაუღალავი შრომის მეშვეობით, განუსაზღვრელია. მოკლე დროში მიღწეული წარმატებისგან განსხვავებით, ის გაძლევთ სიამაყის განცდას.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ შრომა არ მოგცემთ წარმატებას ერთ ღამეში. პირიქით, ის ქმნის თქვენი გზის ფუნდამენტს. ამ მოგზაურობის შემდეგი ეტაპი არის დისციპლინა.
დისციპლინის როლი: დისციპლინა არის უნარი, აკონტროლოთ და მიმართოთ თქვენი ქმედებები სასურველი შედეგისკენ. –
მაინც, რატომ არის დისციპლინა აუცილებელი?!
• თანმიმდევრულობა: დისციპლინა ხელს უშლის გაჭიანურებას და გეხმარებათ დაიცვათ სტრუქტურირებული გეგმა;
• დროის ეფექტური გამოყენება: დისციპლინა გაძლევთ საშუალებას მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი დრო;
• მიზნისკენ სწრაფვა: დისციპლინა გახსენებთ თქვენს მიზნებს და გიბიძგებთ იმ გადაწყვეტილებისკენ, რომელიც შეესაბამება თქვენს გრძელვადიან გეგმებს;
• პიროვნული ზრდა: დისციპლინის მეშვეობით ივითარებთ თვითკონტროლს და უნარს, წინააღმდეგობა გაუწიოთ ცდუნებებს, რომლებმაც შეიძლება გზიდან გადაგიყვანოთ;
• ადაპტაციის უნარი: დისციპლინა ასევე მოიცავს ადაპტაციას. ის გაძლევთ საშუალებას შეცვალოთ თქვენი სტრატეგიები და გეგმები საჭიროებისამებრ;
მიუხედავად იმისა, რომ შრომა და დისციპლინა უზრუნველყოფენ წარმატების საძირკველს, მოთმინება გეხმარებათ გაიაროთ ხანგრძლივი გზა მიზნებისკენ. – და რატომ არის მოთმინება ფასდაუდებელი?!
• სიამოვნების გადავადება: მოთმინება ნიშნავს დაუყოვნებელი ჯილდოების გრძელვადიან სარგებელზე გაცვლას;
• პერსპექტივის შენარჩუნება: მოთმინება უზრუნველყოფს შეინარჩუნოთ პერსპექტივა და დარჩეთ მიზანზე კონცენტრირებული;
• სწავლის პროცესი: მოთმინება გეხმარებათ შეცდომების მიღებაში, მათგან ბევრი რამის სწავლაში, რაც საბოლოოდ პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს;
• სტრესის შემცირება: მოუთმენლობა იწვევს სტრესს და შფოთვას. მოთმინება ამცირებს ამ სტრესს და ხელს უწყობს უკეთეს მენტალურ და ემოციურ მდგომარეობას;
• გრძელვადიანი წარმატება: ბევრი “მოწონებული წარმატება” სინამდვილეში მრავალი წლის შრომის შედეგია. მოთმინება უზრუნველყოფს, რომ დარჩეთ ერთგული თქვენი მიზნების და მათკენ მიმავალი ხანგრძლივი გზის;
ამრიგად, შრომა ქმნის გზას, დისციპლინა ცხადყოფს ამ გზის სტრუქტურას, ხოლო მოთმინება გაძლევთ საშუალებას გაიაროთ ეს გზა. ერთად, აღნიშნული სამი პრინციპი ქმნის დინამიკურ ბალანსს, რომელიც გიბიძგებთ წინ და ზრდის თქვენი მიზნების მიღწევის შანსებს.
წარმატების მაგალითები შრომის, დისციპლინისა და მოთმინების დამსახურებით
იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ ამ პრინციპების გავლენა, განვიხილოთ რამდენიმე რეალური მაგალითი:
თომას ედისონი: ნათურის გამომგონებელი თომას ედისონი ცნობილია თავისი შეუპოვარი შრომით. მან ერთხელ თქვა: „გენიოსი 1% შთაგონებაა და 99% შრომა“. ედისონის დისციპლინა, რომელსაც ავლენდა ექსპერიმენტების დროს და მისი საოცარი მოთმინების უნარი ათასობით წარუმატებლობის მიუხედავად, საბოლოოდ აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონების მიზეზი ისტორიაში.
ჯ.კ. როულინგი: ჰარი პოტერის პოპულარული სერიის ავტორმა მრავალი უარის შემდეგ მაინც მოახერხა გამომცემლის პოვნა. მისი შრომა და დისციპლინა თავისი ისტორიების წერისას ანაზღაურდა, მაგრამ მწერლის მოთმინება აღმოჩნდა გასაღები საბოლოო ლიტერატურული წარმატების მიღწევაში.
ილონ მასკი: Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი, ცნობილია თავისი დაუღალავი შრომით. იგი მუშაობს ბეჯითად და გამოირჩევა ურყევი დისციპლინით თავისი ამბიციური მიზნების მისაღწევად. ეს ვლინდება, მაგალითად, კოსმოსურ გამოკვლევებში, რომლებიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
გამოწვევები წარმატების გზაზე
მიუხედავად იმისა, რომ შრომა, დისციპლინა და მოთმინება აუცილებელია წარმატებისთვის, მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ ეს გზა ხშირად „ეკლიანია“.
უკუსვლები და წარუმატებლობები: იქნება დრო, როდესაც თქვენი შრომა არ მოიტანს მყისიერ შედეგებს, შეიძლება გავლილი გზის თავიდან დაწყება მოგიწიოთ, თუმცა არ უნდა დანებდეთ;
მოთმინების ნაკლებობა: ბუნებრივია, იგრძნოთ მოუთმენლობა, როდესაც შრომობთ მიზნის მისაღწევად. თუმცა, მოუთმენლობამ შეიძლება გამოიწვიოს გაუცნობიერებელი გადაღლა;
თავდაჯერებულობის ნაკლებობა: ეჭვის შეტანამ საკუთარ შესაძლებლობებში, შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს მოტივაციასა და ერთგულებას დასახული მიზნებისადმი;
გარე ფაქტორები: ზოგიერთი ფაქტორი არის თქვენს კონტროლს მიღმა, როგორიცაა ეკონომიკური პირობები, ბაზრის ტენდენციები ან კონკურენცია. მოთმინება აუცილებელია ამ ფაქტორებთან გამკლავებისას.
რჩევები შრომის, დისციპლინისა და მოთმინების პრაქტიკაში
აღნიშნული პრინციპების გამოსაყენებლად მნიშვნელოვანა, შემდეგი რჩევების გათვალისწინება:
1. განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და დაგეგმეთ მათკენ მისასვლელი ყველაზე ოპტიმალური გზა;
2. დაალაგეთ თქვენი ამოცანები პრიორიტეტების მიხედვით და გამოიყენეთ თქვენი დრო ეფექტურად;
3. შექმენით ყოველდღიური რუტინა, რომელიც მოიცავს: დროს მუშაობისთვის, დასვენებისთვის და პიროვნული ზრდისთვის;
4. თვალი ადევნეთ თქვენს პროგრესსა და მიღწევებს;
5. როდესაც დაბრკოლებებს შეეჩეხებით გახსოვდეთ, რომ ისინი გზის ნაწილად ითვლებიან. აქციეთ წარუმატებლობები გამოწვევებად, ისწავლეთ შეცდომებზე და გაძლიერდით;
6. მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და გამხნევება ოჯახის, მეგობრების ან თქვენთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, რადგან ეს აუცილებლად მოგცემთ დამატებით მოტივაციას წინსვლისთვის;
7. გაწონასწორებულობა დაგეხმარებათ, მართოთ მოუთმენლობა და შეამციროთ სტრესი;
8. იყავით სიახლეების ეპიცენტრში, რაც დაგეხმარებათ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში;
9. აღნიშნეთ და იზეიმეთ მცირე მიღწევები. ეს აძლიერებს თქვენს თავდაჯერებულობას და შინაგან მოტივაციას;
10. იყავით მზად ცვლილებებისადმი ადაპტაციისთვის.
ავტორი: თიკო ბაქანიძე
წყარო: https://medium.com/@raimsher05/work-hard-stay-disciplined-and-be-patient-your-time-will-come-5e2a92dd47f5
Comments are closed