ტალანტების სკრინინგი ალტერნატიული სერვისია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც:
• არ სჭირდებათ რეკრუტინგის სრული მომსახურება;
• მწირი რესურსი აქვთ დაქირავების სერვისით სარგებლობისთვის;
• სურთ შერჩევის ან მოლაპარაკების პროცესი თავად მართონ;
• პრიორიტეტულია თანხების დაზოგვა;
• მოზიდვა-გარდარჩევაზე ინტენსიური მუშაობით, სურთ დაკარგონ დრო;
ამ სერვისით სარგებლობის შედეგად, ზოგავთ ორგანიზაციულ რესურსებს და მხოლოდ გეხმარებით რეკრუტინგის ხარისხის გაზრდაში.


თქვენი მინიმალური ჩართულობით და მოკლე დროში, მოვიზიდავთ და გადავარჩევთ ვაკანსიისთვის მოტივირებულ და კომპეტენტურ ადამიანებს.
სკრინინგი ეხება შემდეგ სამუშაო პოზიციებს:
Back Office თანამშრომლები არაუმეტეს 2 წლიანი სამუშაო გამოცდილებით: შესყიდვების სპეციალისტი, ოფისის მენეჯერი, ბუღალტერი და ა.შ.
Front Office თანამშრომლები: მოლარე, მიმტანი, კონსულტანტი, საცალო გაყიდვების სპეციალისტი და ა.შ.
მომსახურების ეტაპები
ვეცნობით თქვენი ვაკანსიის სპეციფიკას. ვსაზღვრავთ იდეალური კანდიდატის პროფილს და ვიღებთ გადაწყვეტილებას პროექტის დაწყების თაობაზე.
ვავრცელებთ ვაკასიას ყველა იმ ადგილებში, სადაც პოტენციური კანდიდატები გვეგულება. ასევე, ვიყენებთ სხვადასხვა მარკეტინგულ ინსტრუმენტს.
ვარჩევთ ყველა შემოსულ რეზიუმეს/განაცხადს, აპლიკანტების ვაკანსიასთან სავარაუდო რელევანტურობის დადგენის მიზნით.
ვატარებთ სატელეფონო გასაუბრებებს ან ტესტირებებს, აპლიკანტის ვაკანსიასთან სავარაუდო რელევანტურობის დადგენის მიზნით.
გიგზავნით აპლიკანტების რეზიუმეებს და დახასიათებებს, რომლებთანაც კომუნიკაციას აგრძელებთ თქვენ, ჩვენს გარეშე.
გაინტერესებთ მომსახურების პირობები?
შეავსეთ ქვემოთ მოცემული ელ. ფორმა და თავად დაგიკავშირდებით.
ჩვენ გირჩევთ

რას ნიშნავს ვაკანსიასთან რელევანტურობა?

დირექტორებო, დროა რეკრუტინგზე უარი თქვათ!