კორპორატიული გაყიდვების პროფესიონალებს ვთავაზობთ გაყიდვების პარტნიორის როლით თანამშრომლობას.

გაყიდვების პარტნიორი არის კორპორატიული გაყიდვების დამოუკიდებელი პროფესიიონალი, რომლის მიზანია ჯობ დილის მომსახურებების საშუალებით, საკუთარ კლიენტებს, დაეხმაროს რთული ვაკანსიების შევსებაში.

საკუთარი მიმდინარე სამსახურის პარალელურად:

• მარტივად აგენერირებ დამატებით შემოსავალს;
• ინარჩუნებ და ავითარებ ურთიერთობას შენს კლიენტებთან;

• გაიცნობ ახალ სფეროს, რითაც მიიღებ მეტ მრავალფეროვნებას;

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი ზომისა და საქმიანობის კომპანია, რომელიც:

• დასაქმებულებს სთავაზობს ადეკვატურ სამუშაო პირობებს;
• კომპანიის მმართველს აქვს მინ. 4 წლიანი მენეჯერული გამოცდილება;

• ბიზნესის დამფუძნებელები და მაღალი რგოლის მენეჯერები;
• HR დირექტორები და HR დეპარტამენტების ხელმძღვანელები;

ვაკანსია იმდენად რთულია, რომ მის შესავსებად:

• არ აქვთ საკმარისი დრო;
• არ აქვთ საკმარისი კომპეტენცია;
• არ აქვთ საკმარისი რესურსები (მაგ. ტალანტების ბაზა);

კორპორატიული გაყიდვების პროფესიოანლები, რომლებსაც აქვთ ღირებული სანაცნობო ქსელი გადაწყვეტილების მიმღებებთან და B2B გაყიდვებში არიან არანაკლებ 3 წელი.

სასურველია, ინდუსტრიული გამოცდილება შემდეგ სფეროებში:

• ფინანსური მომსახურების აუთსორსინგი;
• შრომის უსაფრთხოება;
• კავშირგაბულობა/ტელეკომუნიკაციები;
• ფიტპასი, HR სოფტი ან სხვა მსგავსი გადაწყვეტები;
• რეკრუტინგული მომსახურება;
• დაზღვევა;
• სტუმარ-მასპინძლობა;

მას შემდეგ, რაც შენს კლიენტს წარმატებით მოვემსახურებით და ის გადაიხდის მიღებული სერვისის საფასურს, შენ წინასწარ შეთანხმებულ %-ს მიიღებ.

შემოსავალი დამოკიდებულია იმ თვის მიზანზე, რომელსაც წინასწარ აირჩევ. თვის ბოლოს შესაძლებელია აიღო მინიმუმ 500-3 600 ლარიდან (ხელზე ასაღები თანხა) + უსასრულომდე.

სამოტივაციო სქემის გასაცნობად დააკლიკე ფოტოზე.

1. ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს ირჩევ მომდევნო თვის მიზანს;
2. ეკითხები პოტენციურ კლიენტს, ადამიანური კაპიტალის შეძენის მიმართულებით რა გამოწვევები აქვთ;
3. სთავაზობ მას ჯობ დილის დახმარებას;
4. მისი თანხმობის შემთხვევაში, ჩვენს ვებ საიტზე არეგისტრირებ მას, შესაბამისი სერვისის მითითებით;
5. ჩვენ ვუგვარებთ შენს კლიენტს პრობლემას და ის იხდის თანხას;
6. ჩვენ გინაწილებთ შენს კუთვნილ პროცენტს;
7. საბოლოოდ ყველა კმაყოფილი და ბედნიერია;

1.გაგვიცანი ჩვენი ვებ საიტის საშუალებით და გადაწყვიტე, გექნება თუ არა საკმარისი მოტივაცია და რესურსები ჩვენთან თანამშრომლობისთვის;
2. გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ან ლინკდინ პროფილი;
3. გაიარე ინტერვიუ და ონლაინ სემინარი ჯობ დილის სერვისებზე;
4. აირჩიე მომდევნო თვის მიზანი და იმოქმედე!

 შენ უკვე მოპოვებული გაქვს კლიენტის ნდობა, გულწრფელად გიზიარებს თავისი პრობლემის არსს და მზად არის მოგისმინოს. ჩვენთვის კი გაყიდვა კლიენტისთვის პრობლემის მოგვარებას ნიშნავს და ამისთვის, უამრავი რესურსი გვაქვს მობილიზებული. რაც მთავარია, შენი პერსონალური ბრენდი კლიენტთან, 100%-ით დაცულია.