ქართულ შრომის ბაზარზე, რეკრუტინგი ძალიან გართულდა, რადგან:

• ადამიანური კაპიტალის სიმცირეა და მისთვის ყველა კომპანია იბრძვის;
• დასაქმების საიტებზე, კომპანიებს შორის მაღალი კონკურენციაა;
• სოციალურ მედიაში, კომპანიები აქებენ საკუთარ თავს, თუმცა ნდობა მაინც დაბალია;

• ადამიანებმა შეიცვალეს მიდგომა და პრიორიტეტები სამსახურთან მიმართებით;
• ხშიირად, სამსახურის მაძიებლები მანიპულიებენ ან არღვევენ შეთანხმებებს;

წარმატებული რეკრუტინგისთვის, აუცილებელია შრომის ბაზართან ადაპტაცია და თანამედროვე სამუშაო მიდგომების გამოყენება. სხვა შემთხვევაში: იფლანგება რესურსები, დემოტივირდება რეკრუტინგზე პასუხისმგებელი პირი და კომპანიაში ფერხდება ბიზნეს პროცესებიც.

რეკრუტინგი
რეკრუტინგი

თუ თქვენი ვაკანსიისთვის გჭირდებათ ფრონტ ოფისის თანამშრომლები (გაყიდვების სპეციალისტი, მოლარე და ა.შ.), ამისთვის ჩვენი რეკრუტინგი ყველაზე ეფექტიანი ალტერნატიული საშუალებაა.

თქვენს ნაცვლად, ტალანტებს ჩვენ მოვიზიდავთ, გადავარჩევთ და შემდეგ, დაგეხმარებით მათთან მოლაპარაკებაშიც.

რას ვაკეთებთ განსხვავებულს?

ჩვენ ტალანტებთან რეპუტაციას მაქსიმალურად ვუფრთხილდებით და მათში მაღალი ნდობით ვსარგებლობთ, რადგან არ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელიც ადამიანებს სთავაზობს არაადეკვატურ სამუშაო პირობებს და ვამუშავებთ სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებულ ტალანტების ბაზას.

შედეგად, ჩვენ მათთვის ვართ ერთგვარი ფილტრი, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და იმუშაონ საუკეთესო დამსაქმებელთან.

მომსახურების ეტაპები

მოკლე დროში ვეცნობით თქვენი კომპანიის სპეციფიკას. ვსაზღვრავთ იდეალური კანდიდატის პროფილს, ვაიდენტიფიცირებთ რესურსებს აპლიკანტების მოსაზიდად.

ვავრცელებთ ვაკანსიას ყველა იმ ადგილებში, სადაც პოტენციური კანდიდატები გვეგულება. ასევე, ვიყენებთ სხვადასხვა მარკეტინგულ ინსტრუმენტს.

დაინტერესებულ აპლიკანტებს ვუტარებთ ინტერვიუებს, ვაკანსიასთან რელევანტურბის დადგენის მიზნით.

ვაორგანიზებთ შეხვედრას თქვენსა და კანდიდატებს შორის. ამ პროცესს ვუწევთ მოდერაციას და მხარეებს გეხმარებით ინფორმაციების ეფექტურად გაცვლაში.

გეხმარებით გადაწყვეტილების მიღებასა და საუკეთესო კანდიდატთან საბოლოო კონსესუსის მიღწევაში.

გაინტერესებთ მომსახურების პირობები?

შეავსეთ ქვემოთ მოცემული ელ. ფორმა და თავად დაგიკავშირდებით.

Please enable JavaScript in your browser to complete this form.

ჩვენ გირჩევთ
Play Video

რატომ არ ვყიდით ადამიანებს?

Play Video

რას ნიშნავს ვაკანსიასთან რელევანტურობა?

Play Video

დირექტორებო, დროა რეკრუტინგზე უარი თქვათ!

გაზიარება