შრომა, დისციპლინა და მოთმინება

დისციპლინა და მოთმინება

წარმატება არის მოგზაურობა, რომელიც მოითხოვს შრომას, დისციპლინას და მოთმინებას. სამყაროში, სადაც სწრაფი სიამოვნების მიღება და მარტივი გამოსავლები ხშირად გვატყვევებს, ადვილად შეიძლება დაგვავიწყდეს მუდმივი შრომის და თავდადების მნიშვნელობა. ცნობილი გამოთქმა, „რომი ერთ დღეში არ აშენებულა,“ გვახსენებს, რომ დიდ მიღწევებს დრო სჭირდება. ამ სტატიაში ვისაუბრებთ შრომის, დისციპლინისა და მოთმინების მნიშვნელობაზე წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

“სოციალური სიზარმაცის” გავლენა გუნდზე

სოციალური სიზარმაცე

გქონიათ გამოცდილება, როცა გუნდთან მუშაობისას ზოგიერთი წევრი თავის წილ საქმეს არ ასრულებდა? ყოფილხართ შეხვედრაზე, სადაც უამრავი თანამშრომელია და გიგრძვნიათ, რომ თქვენი აზრის გაზიარება არაფერს შეცვლიდა? – თუ რომელიმე ასეთი სიტუაცია გამოგიცდიათ იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. მაგალითად, ძოომ შეხვედრების დროს, როცა 10 ან მეტი თანამშრომელია ხაზზე, მხოლოდ ზოგიერთი მათგანი ცდილობს ჩაერთოს პროცესში, დანარჩენები კი ერთდროულად რამდენიმე საქმეს აკეთებენ ან გაფანტულები არიან.

თვითრეგულაცია

თვით-რეგულაცია

ცნობილია, რომ ადამიანის დამოკიდებულებები და ქცევები გავლენას ახდენს როგორც პირადი, ისე პროფესიული წარმატების მიღწევაზე. შესაბამისად, თუ გსურთ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს და კონტროლი იქონიოთ, როგორც საკუთარ ქმედებებზე, ისე ემოციებზე, თვითრეგულაციის უნარის გამომუშავებაზე ფიქრი უნდა დაიწყოთ. თვითრეგულაცია პიროვნული თუ პროფესიული წარმატების მიღწევაში კრიტიკულ და გადამწყვეტ უნარს წარმოადგენს. იგი ადამიანებს საკუთარი ემოციების, ფიქრებისა თუ ქცევების ხანგრძლივი მიზნების შესაბამისად კონტროლში ეხმარება.