Job Deal-ში ვეძებთ პროექტების მენეჯერს.

ჩვენ გადავედით ორგანიზაციული განვითარების მომდევნო ეტაპზე, რაც გუნდის გაზრდასაც გულისხმობს.

პროექტის მენეჯერის ამოცანაა დამკვეთისთვის სერვისის ფასეულობის დროულად და ხარისხიანად მიწოდების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

• პროექტის სამოქმედო გეგმის შედგენა და მისი მიმდინარეობის კონტროლი;
• საჭიროების შემთხვევაში, გეგმაში ცვლილებების დროულად შეტანა და ჩართული მხარეების ეფექტური ინფორმირება;
• დამკვეთისთვის შუალედური და დასკვნითი ინფორმაციის მიწოდება პროექტის შედეგების/მიმდინარეობის თაობაზე;
• პროექტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაგზავნა პროექტში ჩართული მხარეებისთვის;
• დასრულებული პროექტის შეფასება და სამომავლო პროექტების ოპტიმიზაციისთვის რეკომენდაციების მომზადება;
• პროექტის დოკუმენტების ორგანიზება;
• კვირაში ერთხელ 30 წუთიან სამუშაო დისკუსიაში ჩართულობა;

მინიმალური მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
• არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით;
• სასურველია, სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
• ადამიანური რესურსების მართვის პრინციპების ცოდნა;
• პროექტების მართვის ციკლის ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა (B2), როგორც ვერბალური, ისე წერითი;
• საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
• სასურველია, Click Up-ის ცოდნა;
• ლიდერობა;
• გადაწყვეტილების მიღების უნარი;
• რისკების პროგნოზირების უნარი;
• კონფლიქტების მართვის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებული;
• ემოციური ინტელექტი;
• ცვლილებებზე მორგების უნარი;
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
• დროის მართვის უნარი;
• შედეგებზე ორიენტირებული;

სამუშაოს ადგილმდებარეობა: დისტანციური;
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
ვაკანტური ადგილების რაოდენობა:
1;
უშუალო ხელმძღვანელი: დამფუძნებელი;
შრომის ანაზღაურება: KPI-ების მიხედვით (საწყის ეტაპზე);

ჩვენ გთავაზობთ:

✔︎ შრომის სამართლიან ანაზღაურებას;
✔︎ მრავალფეროვან სამუშაოს;
✔︎ განვითარების შესაძლებლობებს;

✔︎ კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
✔︎ კორპორატიულ ფასეულობებზე დაფუძნებულ სამუშაო კულტურას;
✔︎ სამუშაოს და დასვენების ბალანსის ხელშეწყობას;

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე resume@jobdeal.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თქვენი CV/რეზიუმეს გამოგზავნით, ავტომატურად ეთანხმებით იმას, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი დასაქმების მიზნით, ჩვენს არსებულ ან პოტენციურ დამკვეთ ორგანიზაციაში. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

გაზიარება