კომპანიისთვის, სამსახურში დესტრუქციულმა კონფლიქტებმა, შეიძლება შემდეგი მთავარი უარყოფითი შედეგები მოიტანოს:
• ფინანსური ზარალი: პროექტების დაგვიანება, ხარისხის დაქვეითება, კლიენტების დაკარგვა, გაფიცვა და ა.შ.
• თანამშრომელთა მოტივაციის დაქვეითება: სტრესი, უარყოფითი განწყობები, ინოვაციის შემცირება, კომპანიის მიმართ ერთგულების დაკარგვა და ა.შ.
• სამართლებლივი რისკები: სამართლებრივი დავები, რომლებიც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებსა და რეპუტაციის დაზიანებასთან.
მედიაცია კი ასეთი შედეგების თავიდან აცილების და მხარეებს შორის არსებული დავის გადაჭრის ყველაზე ოპტიმალური, სწრაფი და ეფექტიანი გზაა.

რას გთავაზობთ?
თუ კომპანიაში დესტრუქციული კონფლიქტებია ან მისი აღმოცენების ობიექტურ საფრთხეებს ხედავთ, ჩვენ მედიაცია საუკეთესო ინტერვენციაა.
პროცესში, შესაძლებელია ნებისმიერი რანგის ადამიანი იყოს მხარე:
ბიზნესის დამფუძნებლები, დირექტორები, მენეჯერები და რიგითი თანამშრომლებიც კი.
ჩვენი ამოცანა არაა ვინმეს ინტერესების დაცვა, არამედ კონფლიქტის მოგვარება-პრევენცია, რომლის დროსაც ორივე მხარე მოგებულია.
მომსახურების ეტაპები
ანალიზი უკეთდება კოფლიქტის გამომწვევ მიზეზებს და დგება პროგნოზები, აღნიშნული დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში.
დგინდება საბოლოო მიზანი და ის ინდიკატორები, რომლებითაც ვზომავთ მიზნის წარმატებით მიღწევას.
პროცესის დასრულების შემდეგ, ვაფასებთ შედეგებს და “ხარვეზების” აღმოჩენის შემთხვევაში, ვასწორებთ მათ.
მომსახურების პირობები
სერვისის საფასური დამოკიდებულია მედიატორის სამუშაო საათების ოდენობაზე.