დღეს ჰედჰანთინგი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია, რადგან:

• კარგი მენეჯერის/ლიდერის პროფილის შექმნას სპეციფიური ცოდნა სჭირდება;
• მიმართულების ექსპერტების კვალიფიკაცია ძალიან კომპლექსური გახდა;
• შრომის ბაზარზე ცოტა პროფესიონალია;

• ვაკანსიის გავრცელების სტანდარტული გზები აღარ იძლევა სასურველ შედეგებს;
• შუამავლის გარეშე, მხარეები ქმნიან არასწორ მოლოდინებს ერთმანეთის მიმართ;

მაშინ, როცა ორგანიზაცია საკუთარი ძალებით ცდილობს რთული ვაკანსიის დახურვას, ხშირად იმედგაცრუებული რჩება, რადგან ტალანტების მოზიდვის, მოძიების ან შერჩევის ეტაპზე, არ გააჩნია საკმარისი შესაძლებლობები. შედეგად, კომპანიაში ორგანიზაციული რესურსები ამაოდ დაიხარჯა, სამუშაო პროცესები კვლავ შეფერხებით მიმდინარეობს და ბიზნესი, საჭირო ადამიანის არ ყოფნის გამო, კვლავ ნელი ტემპით იზრდება და ვითარდება.

ჰედჰანთინგი
ჰედჰანთინგი

გთავაზობთ, ეს საქმე ჩვენ მოგვანდოთ. თქვენი მინიმალური ჩართულობით, მოვამზადებთ და განვახორციელებთ პროექტს ისე, რომ საბოლოოდ კომპანიაში გყავდეთ საკმარისად მოტივირებული, კომპეტენტური და როგორც, ხელმძღვანელის სამუშაო სტილთან, ისე კორპორატიულ კულტურასთან თავსებადი ადამიანი.

ჩვენი ჰედჰანთინგი ეხება შემდეგ სამუშაო პოზიციებს:

ტოპ მენეჯმენტი: აღმასრულებელი დირექტორი, კომერციული დირექტორი და ა.შ.
შუა და სახაზო რგოლის მენეჯმენტი: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი ბუღალტერი და ა.შ.
მიმართულების ექსპერტი: ბრენდ მენეჯერი, პროდუქტის მენეჯერი და ა.შ.

მომსახურების ეტაპები

მოკლე დროში ვეცნობით თქვენი კომპანიის მიზნებს და სპეციფიკას. ვსაზღვრავთ იდეალური კანდიდატის პროფილს და ვიღებთ გადაწყვეტილებას პროექტის დაწყების თაობაზე.

პოტენციურ კანდიდატებთან ხდება ვაკანსიის შეთავზება და მათი ვაკანსიასთან რელევანტურობის დადგენა. პროცესი სრულდება ოპტიმალური რაოდენობის კანდიდატების მოძიება-გადარჩევით, რომელთა შესახებაც გიგზავნით ინფორმაციებს.

ვაორგანიზებთ შეხვედრას თქვენსა და კანდიდატებს შორის. ამ პროცესს ვუწევთ მოდერაციას და მხარეებს გეხმარებით ინფორმაციების ეფექტურად და ეფექტიანად გაცვლაში.

იღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კანდიდატია თქვენთვის ყველაზე მისაღები. საჭიროების შემთხვევაში, აქტიურად გეხმარებით DM ინსტრუმენტებით.

გეხმარებით, საუკეთესო კანდიდატთან საბოლოო შეთანხმების მიღწევაში.

გაინტერესებთ მომსახურების პირობები?

შეავსეთ ქვემოთ მოცემული ელ. ფორმა და თავად დაგიკავშირდებით.

Please enable JavaScript in your browser to complete this form.

გაზიარება