ფრონტ ოფისის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პროგრამა, დაგეხმარებათ იმ კომპანიაში დასაქმებაში, რომელიც პატივს სცემს თანამშრომლებს, სთავაზობს სამართლიან პირობებს და უზრუნველყოფს სტაბილურ სამუშაო ადგილს.
პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, თქვენ უფასოდ მიიღებთ:
• კარიერულ კონსულტაციას Job Deal-ის სპეციალისტისგან;
• დასაქმების შესაძლებლობებზე წვდომას;
როგორ მოხვდეთ პროგრამაში?
1. შეავსეთ ელექტრონული განაცხადი – აირჩიეთ ის მოქმედი კატეგორია, რომელშიც გსურთ დასაქმება;
2. გაიარეთ გასაუბრება ჩვენს დასაქმების კონსულტანტთან;
3. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, შევთანხმდეთ თანამშრომლობის წესებზე;
გთხოვთ, გაითვალისწინეთ:
თქვენი პირადი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ დასაქმების პროცესისთვის. პოტენციურ დამსაქმებლებს ინფორმაცია მხოლოდ თქვენი თანხმობით გადაეცემა.
დარეგისტრირდით მხოლოდ იმ სამუშაო პოზიციაზე, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს სურვილებსა და შესაძლებლობებს.
ხშირად დასმული კითხვები

ჩვენ კეთილსინდისიერ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ. ასევე, თქვენს ნაცვლად მოვიძიებთ ვაკანსიებს და შევეცდებით, რომ დასაქმება იყოს უწყვეტი.
თუ ჩვენს შორის არსებული შეთანხმებები არ დაიღვევა თქვენი მხრიდან, პროგრამაში დარჩებით იქამდე, სანამ ის იარსებებს.
ჩვენს ბაზაში მოხვედრილი ადამიანი, მუშაობას 10 სამუშაო დღეში დაიწყებს.
ჩვენ მაქსიამლურად შევეცდებით, რომ ხელფასი იყოს შრომის ბაზართან შესაბამისი. თუ მაღალ ხელფასიანი ვაკანსია გვექნება, დავასაქმეთ სისტემაში არსებულ ყველაზე მაღალ რეიტინგულ პირებს.
იმისთვის, რომ გარიგება შედგეს, ჩვენი ჯობ დილერისთვის ორივე მხარის ინტერესი მნიშვნელოვანია. ჩვენი ამოცანა არ არის ვინმეს ინტერესების დაცვა. ჩვენ ვცდილობთ წარმატებით დავაკავშიროთ ერთმანეთს ადამიანები და კომპანიები.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატთან რაიმე სახის ინტერვიუ გაკეთდა, ჯობ დილერი უმალვე ან მაქსიმუმ 4 დღეში დაგიბრუნებთ უკუკავშირს.
თითოეულ სამუშაო პოზიციაზე ადგილები შეზღუდულია. როგორც კი ადგილი გათავისუფლდება, დაგიკავსირდებით.
სხვა კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ Facebook-ზე.