“ჯობ დილის” დაფუძნების მიზეზი

მაშინ, როცა ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია რეკრუტინგული სერვისებით, რთულია რაიმე ახალი თქვა. თუმცა, მრავალწლიანი პროფესიული გამოციდილებისა და ბაზარზე აქტიური დაკვირვების შემდეგ, არაერთი მოუგვარებელი პრობლემა აღმოვაჩინეთ:

დამკვეთი კომპანიების იმედგაცრუებები, სამსახურის მაძიებლების განაწყენება, კომპანიის და მისი დამფუძნებლის გაიგივება, მოძველებული ცოდნა, დაბალი ხარისხის სერვისი.

სწორედ ეს გამოწვევები ვაქციეთ შესაძლებლობებად და ასე გაჩნდა კომპანია “Job Deal”:

ჩვენ, დამკვეთებისთვის არა მხოლოდ დროულად და ხარისხიანად ვაკეთებთ პროექტებს, არამედ კანდიდატებსაც ვეხმარებით კარიერულად მომგებიანი გადაწყვეტილებების მიღებაში. ვცდილობთ შევქმნათ უკვდავი ბრენდი, რომელსაც ადამიანები ენდობიან მისი ორგანიზაციული კომპეტენციისა და იდენტობის გამო. მაღალი ექსპერტიზის დასაგროვებლად, მხოლოდ ჩვენი სპეციალობის კუთხით ვმუშაობთ და სერვისის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად, კლიენტებს, მომსახურების საფასურის რამდენიმე ალტერნატივას ვთავაზობთ.

გიგა ჭანტურია
www.tchanturia.ge