მომსახურების იმ სფეროებში, სადაც მაღალი კონკურენციაა გაყდივების შემდეგი პრაქტიკა ჩამოყალიბდა:
• მანიპულაცია – საწყის ეტაპზე კომპანია ფასდკალებით გპირდებათ მაღალი ხარისხის მომსახურებას. თუმცა, ბოლოს თქვენი მოლოდინები ცდება რეალობას.
• შიდა თანამშრომლები – მიმართულების ხელმძღვანელი თავად წყვეტს, ვინ შეარჩიოს. ამ დროს, თქვენ არ იცით, შესაძლებელია თუ არა იგივე ფასში უკეთესი მომსახურების შეძენა. ხოლო თქვენს შესყიდვების მენეჯერს მხოლოდ ტექნიკურად შეუძლია საკითხის შეფასება.
• ნაცნობობა – გადაწყვეტილების მიღება იმდენად რთული ხდება, რომ გირჩევნიათ ბრმად ენდოთ ნაცნობს და სიღრმირსეულად არ განიხილოთ სხვა ვარიანტები.
ნებისმიერი შემთხვევა, პირადაპირ ისახება თქვენი ბიზნესის საოპერაციო მოგებაზე, რადგან პარტნიორის მუშაობა, უშუალო გავლენას ახდენს თქვენი შემოსავლების ზრდაზე ან ხარჯების შემცირებაზე.
ამ პროცესში, ჩვენი როლი უალტერნატივოა!
საწყის ეტაპზე კარგად გამოვიკვლევთ თქვენს საჭიროებას, შემდგომ მოვიძიებთ სერვისის რამდენიმე საუკეთესო მომწოდებელს და დაგეხმარებით ურთიერთმომგებიანი გარიგების დადებაში. რაც მთავარია, შეთანხმების შემთხვევაში, გავაკონტროლებთ თქვენი პარტნიორის მხირდან დაპირების შესრულებას.
ჩვენი მხარდაჭერა შემდეგ მომსახურებებს ეხება:
• გაყიდვების აუთსორსინგი;
• ციფრული მარკეტინგის აუთსორსინგი;
• HR სერვისების აუთსორსინგი;
• ტრენინგების აუთსორსინგი;
• ფინანსური მომსახურების აუთსორსინგი;
• გადაზიდვების აუთსორსინგი;
• შრომის უსაფრთხოება;
• იურიდიული მომსახურება;