სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტიორი კომპანიისთვის, ვეძებთ ტექნიკური მომსახურების მენეჯერს.

კომპანია 10 წელზე მეტია, რაც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, ინარჩუნებს ფინანსურ სტაბილურობას და პროაქტიულად აგრძელებს ბაზრის მასშტაბირებას.

ძირითადი მოვალეობები:

• კლიენტების დისტანციური მომსახურება სერვისის მიმართულებით;
• ტექნიკური მომსახურების მიღებისა და შესრულების პროცესების ოპტიმიზაცია (დროის შემცირება, დატვირთვის მართვა, პროცესების გამარტივება);
• სერვისზე შემოსული ტრაქტორებისა და ტექნიკის რეგისტრაცია და სამუშაო დავალებების ფორმირება;
• სერვისის შეკვეთების დაგეგმვა და ტექნიკური პერსონალის გადანაწილება;
• სერვისის პროცესის მონიტორინგი (შეკეთების სტატუსი, ვადები, შესრულება);
• კლიენტების ინფორმირება სერვისის მიმდიწარეობისა და დასრულების შესახებ;
• სათადარიგო ნაწილების მოთხოვნების გადაცემა საწყობისთვის და მათი ხელმისაწვდომობის კონტროლი;
• შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაციის წარმოება (აქტები, იწვოისები, საგარანტიო ფორმები);
• საგარანტიო შემთხვევების აღრიცხვა და შესაბამისი პროცედურების მართვა;
• სერვისის ხარისხის კონტროლი და კლიენტების უკუკავშირის შეგროვება;
• მონაცემების შეყვანა ERP/CRM სისტემაში;
• მომსახურების გაუმჯობესების იწიციატივების იდენტიფიცირება, შეთავაზება და დაწერგვის უზრუწველყოფა;
• ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება (შეკვეთების რაოდენოზა, ვადები, პრობლემები).

მინიმალური მოთხოვნები:

• სასურველია, უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
• სატრანსპორტო საშუალებების სერვისის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
• სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
• კლიენტებთან კომუნიკაციის უწარი;
• ტექნიკური იწფორმაციის სწორად გადაცემის და აღქმის უწარი;
• დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
• სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით მუშაობის გამოცდილება.
• გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
• პრობლემის გადაჭრის უნარი;
• ცვლილებებზე მორგების უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებული;
• განვითარებაზე ორიენტირებული;

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზად.);
დასაქმების ტიპი:
სრული განაკვეთი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00, შაბათი 09:30-13:00 (1 საათიანი შესვენებების ჩათვლით);
ფიქსირებული ხელზე ასაღები ანაზღაურება: შეთანხმებით.

კონკურსის ეტაპები:

▶︎ ინტერვიუ ჯობ დილერთან;
▶︎ შეხვედრა დამკვეთთან;

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე vacancy@jobdeal.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თქვენი CV/რეზიუმეს გამოგზავნით, ავტომატურად ეთანხმებით იმას, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი დასაქმების მიზნით. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

გაზიარება