საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის ვეძებთ ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტს.

კომპანიას, 10 წელზე მეტია, რაც თავისი წარმომადგენლობა ჰყავს საქართველოში და ევროპის სხვადასხა ქვეყანაში, წარმატებით აწვდის მაღალი ხარისხის სერვისებს.

ძირითადი მოვალეობები:

• ქსელის/ჩართვის წერტილების მონიტორინგი;
• მომხმარებლის შეტყობინებების მიღება, პრობლემის იდენტიფიცირება და კომპეტენციის ფარგლებში მათი აღმოფხვრა;
• საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური პრობლემის გადამისამართება შესაბამის კომპეტენტურ პირებთან;
• მომსახურების დროს სიზუსტის, ოპერატიულობის, თავაზიანობის და კორექტულობის დაცვა;
• მომსახურების სტანდარტის და ინსტრუქციების დაცვა;
• კომპანიისა და მომხმარებლებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;

მინიმალური მოთხოვნები:

• უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია, მათემატიკური, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან კავშირგაბმულობის მიმართულებით);
• არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება არსებულ ან მსგავს სამუშაო პოზიციაზე;
• ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელის ცოდნა;
• LAN, WAN ტექნოლოგიების ცოდნა;
• Switching, Routing პროტოკოლების და VPN ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება;
• ქსელის მონიტორინგის ხელსაწყოების გამოყენების საფუძვლების ცოდნა ან/და სამუშაო გამოცდილება;
• ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა (სასურველია, რუსული ენაც);
• მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი;
• კომუნიკაბელური;
• დეტალებზე ორიენტირებული;
• სიტუაციის ანალიზის უნარი;
• პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული;
• განვითარებაზე ორიენტირებული;

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი (ჩუღურეთის რაიონი);
დასაქმების ტიპი:
სრული განაკვეთი;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (კონკრეტულ დროებზე მოხდება წინასწარი შეთანხმება);
გამოსაცდელი ვადა: 4 თვე;
უშუალო ხელმძღვანელი: ტექნიკურ-საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ხელზე ასაღები ხელფასი: 2000 ლარიდან გამოცდილების მიხედვით;

დამატებით, დამსაქმებელი გთავაზობთ:

✔︎ საპენსიო შენატანის დაფარვა;
✔︎ ჯანმრთელობის დაზღვევა;

✔︎ კეთილსგანწყობილი სამუშაო გარემო;
✔︎ კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
✔︎ სამუშაოს და დასვენების ბალანსის ხელშეწყობა;

კონკურსის ეტაპები:

▶︎ ინტერვიუ ჯობ დილერთან;
▶︎ შეხვედრა დამკვეთთან;

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე career@jobdeal.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თქვენი CV/რეზიუმეს გამოგზავნით, ავტომატურად ეთანხმებით იმას, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი დასაქმების მიზნით. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

გაზიარება