IT გადაწყვეტების ინტეგრატორი კომპანიისთვის, ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს.

კომპანია 10 წელზე მეტია, რაც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, ინარჩუნებს ფინანსურ სტაბილურობას და პროაქტიულად აგრძელებს ბაზრის მასშტაბირებას.

ძირითადი მოვალეობები:

• კორპორატიული/სახელმწიფო ორგანიზაციების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
• პოტენციური კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება;
• პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტის ეფექტიანი შეთავაზება;
• პოტენციური კლიენტის დახმარება, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება;
• კონკურენტების პერიოდული მონიტორინგი;
• ტენდერებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რესურსების უზრუნველყოფა;
• ვენდორებთან ურთიერთობა – მოთხოვნის დაფიქსირება, შეხვედრები და ა.შ.
• ასისტენტისთვის, დავალებების მიცემა: დოკუმენტების გაფორმება, პარტნიორებთან ურთიერთობის შენარჩუნება და ა.შ.
• ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

მინიმალური მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება;
• საცალო ან კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
• სანაცნობო ქსელი პოტენციურ კლიენტებთან (დირექტორები, IT-ის ხელმძღვანელები, შესყიდვების ხელმძღვანელები და ა.შ.);
• სასურველია, არსებულ ან მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
• სასურველია, ტენდერების ჩატარების პროცედურების ცოდნა;
• ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (B2);
• საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
• მიზანმიმართული და ენერგიული;
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
• სამუშაოს დროში გადანაწილების უნარი
• ეფექტური პრეზენტაციის უნარი;
• შედეგებზე ორიენტირებული;

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი (დიღომი);
დასაქმების ტიპი:
სრული განაკვეთი;

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (1 საათიანი შესვენების ჩათვლით);
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;

კონკურენტული ფიქსირებული ხელფასის გარდა, დამსაქმებელი გთავაზობთ:

✔︎ კვარტალური ბონუსი;
✔︎ ჯანმრთელობის დაზღვევა;
✔︎ სატელეფონო ლიმიტი;

✔︎ სასწავლო პროგრამების დაფინანსება;
✔︎ კეთილსგანწყობილი სამუშაო გარემო;
✔︎ Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
✔︎ კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
✔︎ სამუშაოს და დასვენების ბალანსის ხელშეწყობა;

კონკურსის ეტაპები:

▶︎ ინტერვიუ ჯობ დილერთან;
▶︎ შეხვედრა დამკვეთთან;

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე career@jobdeal.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თქვენი CV/რეზიუმეს გამოგზავნით, ავტომატურად ეთანხმებით იმას, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი დასაქმების მიზნით. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

გაზიარება