სტაფინგი საჭირო ხდევბა იმ კომპანიებში, სადაც:

• არის სეზონური ვაკანსია და შესაბამისად, დროებით სჭირდებათ ადამიანური რესურსი;
• თანამშრომელი გადის შვებულებაში და ის ვინმემ უნდა ჩაანაცვლოს;
• პროექტისთვის საჭიროა ერთჯერადი სამუშაოს შესრულება, ფრილანსერისგან;

მაშინ, როცა ასეთ სამუშაო პოზიციებზე ხდება სტანდარტული მიდომის გამოყენება, რთულდება ოპტიმალურ დროში, რელევნატური ადმიანის პოვნა ან მასთან მოლაპარაკება.

გთავაზობთ, ეს საქმე ჩვენ მოგვანდოთ. თქვენი მინიმალური ჩართულობით, მოვამზადებთ და განვახორციელებთ პროექტს ისე, რომ საბოლოოდ კომპანიაში გყავდეთ საკმარისად მოტივირებული, კომპეტენტური და როგორც, ხელმძღვანელის სამუშაო სტილთან, ისე კორპორატიულ კულტურასთან თავსებადი ადამიანი.

სტაფინგი ეხება შემდეგ სამუშაო პოზიციებს:

ფრილანსერები: ციფრული მარკეტერი, თარჯიმანი და ა.შ.
სპეციალისტები: ოპერაციები, ოფისის მართვა და ა.შ.

ავანგარდის თანამშრომლები: მოლარე, სერვისის კონსულტანტი და ა.შ.

მომსახურების ეტაპები

მოკლე დროში ვეცნობით თქვენი კომპანიის მიზნებს და სპეციფიკას. ვსაზღვრავთ იდეალური კანდიდატის პროფილს და ვიღებთ გადაწყვეტილებას პროექტის დაწყების თაობაზე.

პოტენციურ კანდიდატებთან ხდება ვაკანსიის შეთავზება და მათი ვაკანსიასთან რელევანტურობის დადგენა. პროცესი სრულდება ოპტიმალური რაოდენობის კანდიდატების მოძიება-გადარჩევით, რომელთა შესახებაც გიგზავნით ინფორმაციებს.

ვაორგანიზებთ შეხვედრას თქვენსა და კანდიდატებს შორის. ამ პროცესს ვუწევთ მოდერაციას და მხარეებს გეხმარებით ინფორმაციების ეფექტურად და ეფექტიანად გაცვლაში.

იღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კანდიდატია თქვენთვის ყველაზე მისაღები. საჭიროების შემთხვევაში, აქტიურად გეხმარებით DM ინსტრუმენტებით.

გეხმარებით, საუკეთესო კანდიდატთან საბოლოო შეთანხმების მიღწევაში.

ჩვენ გირჩევთ
Play Video

რატომ არ ვყიდით ადამიანებს?

Play Video

დირექტორებო, დროა რეკრუტინგზე უარი თქვათ!

გაზიარება