პროფესიონალი მენეჯერების ან ექსპერტების შესარჩევად, დღეს ჰედჰანთინგი ყველაზე მომგებიანი სერვისია, რადგან:

• დასაქმების პლათფორმებით, მხოლოდ სამუშაოს აქტიური მაძიებლების მოზიდვა ხდება, რაც სუსტი კანდიდატის დასაქმების ალბათობას ზრდის;

• კომპანია თავად უძღვება ჰედჰანთინგს, რის გამოც ვერ ახერხებს ანონიმურობის უპირატესობების გამოყენებას;

• შეზღუდული რესურსებით, კომპანია ვერ ითვისებს შრომის ბაზარს. შედეგად, არჩევანი მინიმალურია და შერჩევაც დროში ჭიანურდება;

ასეთი პრაქტიკის შედეგები, საკმაოდ ძვირი ჯდება: კომპანია არა მხოლოდ კარგავს სუსტ ან არასწორ კანდიდატში გადახდილ ხელფასებს, არამედ იმ ბიზნეს შესაძლებლობებსაც, რომლებსაც სწორი ტალანტის დაქირავების შემთხვევაში გამოიყენებდა.

ჰედჰანთინგი
ჰედჰანთინგი

გთავაზობთ, ეს საქმე ჩვენ მოგვანდოთ. თქვენი მინიმალური ჩართულობით, მოვამზადებთ და განვახორციელებთ პროექტს ისე, რომ საბოლოოდ კომპანიაში გყავდეთ საკმარისად მოტივირებული, კომპეტენტური და როგორც, ხელმძღვანელის სამუშაო სტილთან, ისე კორპორატიულ კულტურასთან თავსებადი ადამიანი.

ჩვენი ჰედჰანთინგი ეხება შემდეგ სამუშაო პოზიციებს:

ტოპ მენეჯმენტი: აღმასრულებელი დირექტორი, კომერციული დირექტორი და ა.შ.
შუა რგოლის მენეჯმენტი და ექსპერტი: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი ბუღალტერი, ბრენდ მენეჯერი და ა.შ.

მომსახურების ეტაპები

მოკლე დროში ვეცნობით თქვენი კომპანიის მიზნებს და სპეციფიკას. ვსაზღვრავთ იდეალური კანდიდატის პროფილს და ვიღებთ გადაწყვეტილებას პროექტის დაწყების თაობაზე.

პოტენციურ კანდიდატებს ვთავაზობთ ვაკანსიას და ვატარებთ ინტერვიუებს. პროცესი სრულდება ოპტიმალური რაოდენობის კანდიდატების გადარჩევით, რომელთა შესახებაც გიგზავნით ინფორმაციებს.

ვაორგანიზებთ შეხვედრას თქვენსა და კანდიდატებს შორის. ამ პროცესს ვუწევთ მოდერაციას და მხარეებს გეხმარებით ინფორმაციების ეფექტურად გაცვლაში.

იღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კანდიდატია თქვენთვის ყველაზე მისაღები. საჭიროების შემთხვევაში, აქტიურად გეხმარებით DM ინსტრუმენტებით.

ვმუშაობთ, საუკეთესო კანდიდატთან საბოლოო შეთანხმების მიღწევაზე.

გაზიარება