დამკვეთი ჰოლდინგული ტიპის კომპანიისთვის ვეძებთ ბრენდ მენეჯერს.

კომპანია, საქართველოში წარმოადგენს 3 ბრენდს, რომელიც ოპერირებს მოდისა და სამკაულების სფეროში. ორგანიზაცია საკუთარი კლიენტების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს ქსელური მაღაზიებითა და ონლაინ ვაჭრობით.

ძირითადი მოვალეობები:

• ბრენდების სტრატეგიული განვითარების დაგეგმვა, შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
• ბრენდის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
• ბაზრის, მომხმარებელთა სეგმნტაციისა და მონაცემთა ბაზების კვლევის უზრუნველყოფა და შედეგების ანალიზი.
• მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა, განხორციელების უზრუნველყოფა და შედეგების შემოწმება.
• შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა. გეგმის პერიოდული გადახედვა და საჭიროების შემთხვევებში მისი კორექტირება.
• საქონლის ან/და მომსახურების საჭიროების წინასწარი კვლევა და იდენტიფიცირება შესყიდვების ოპტიმალური დაგეგმვის მიზნით.
• პროდუქციის შეკვეთების ვადაში შესრულების კონტროლი.
• საწყობების მარაგების კონტროლი.
• გაყიდვების გაზრდის სტრატეგიის შემუშავება, ანალიზი და განხორცილების კონტროლი;
• გაყიდვების თვიური, სეზონური და წლიური გეგმის შემუშავება და ფილიალებზე მათი გადანაწილება.
• გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
• რეპორტების, ფინანსური და სტატისტიკური ანალიზის მომზადება.

მინიმალური მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის/ეკონომიკის მიმართულებით);
• საცალო/საბითუმო ვაჭრობის სფეროში შესყიდვების, პროდუქტ მენეჯერის, ბრენდ მენეჯერის ან კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
• ინგლისური ენის ცოდნა (B2+);
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel) კარგად ცოდნა;
• პროაქტიული და ენერგიული;
• ლიდერობის უნარი;
• გადაწყვეტულების მიღების უნარი;

• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• სიახლეებზე სწრაფად მორგების უნარი; 
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებული;
• დროის მართვის უნარი;
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• შედეგებზე ორიენტირებული;

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი (საბურთალო);
დასაქმების ტიპი:
სრული განაკვეთი;

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (1 საათიანი შესვენების ჩათვლით);
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
უშუალო ხელმძღვანელი: დირექტორი;
ყოველთვიური შრომის ანაზღაურება:

✔︎ ფიქსირებული ხელფასი (კვალიფიკაციის მიხედვით) + კვარტალური ბონუსი;

კონკურსის ეტაპები:

▶︎ ინტერვიუ ჯობ დილერთან;
▶︎ გაცნობითი ონლაინ შეხვედრა დამკვეთთან;
▶︎ დასკვნითი ფიზიკური შეხვედრა დამკვეთთან;

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე vacancy@jobdeal.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თქვენი CV/რეზიუმეს გამოგზავნით, ავტომატურად ეთანხმებით იმას, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი დასაქმების მიზნით. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

გაზიარება