არასამეწარმეო ორგანიზაციისთვის, რომელის მიზანია რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ვეძებთ რეგიონული ჰაბის ხელმძღვანელებს.

ორგანიზაციის ძირითადი ამოცანები არის შესაძლებლობების შექმნა, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა და მათ ბიზნესის ზრდა ბაზარზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებით.

ძირითადი მოვალეობები:

• უხელმძღვანელოს რეგიონალური ჰაბის ყოველდღიურ საქმიანობას და პროექტის შესრულებას სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში.
• ზედამხედველობა გაუწიოს ადგილობრივი SME-ების, ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების შესაძლებლობების მონაცემების შეგროვებას, ანალიზს და ანგარიშგებას.
• ჩაერთოს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნეს ლიდერებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად და პროექტის ინიციატივების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
• გაუწიოს ზედამხედველობა და მხარდაჭერა რეგიონული ჰაბის გუნდს, მათ შორის საველე მკვლევარებს, რათა მათ შეძლონ თავიანთი როლების ეფექტიანად შესრულება.
• მონიტორინგი გაუწიოს პროექტის პროგრესს და რეგულარულად მოახსენოს უშუალო ხელმძღვანელს.

მინიმალური მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, ეკონომიკის ან მსგავსი მიმართულებით);
• საკუთარ რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების ცოდნა;
• სასურველია, პროექტების მართვის გამოცდილება კერძო სექტორში;
• პროექტების მართვის ციკლის ცოდნა;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• სასურველია, ინგლისური ენის ცოდნა.
• გადაწყვეტილების მიღების უნარი;
• ლიდერობა;
• გუნდის მართვის უნარი;
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
• ანალიტიკური აზროვნება;
• ანგარიშების წერის გამოცდილება;
• დროის მართვის უნარი;

სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, თელავი, რუსთავი;
დასაქმების ტიპი:
სრული განაკვეთი;

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (1 საათიანი შესვენების ჩათვლით);
ვაკანტური ადგილების რაოდენობა:
 5 (თითო პოზიცია ყოველ ქალაქში);
უშუალო ხელმძღვანელი: დირექტორის მოადგილე;
ხელზე ასაღები ხელფასი: 3500 ლარიდან, შეთანხმებით.

დამატებით, დამსაქმებელი გთავაზობთ:

✔︎ თანამედროვე მენეჯემეტთან მუშაობის შესაძლებლობა;
✔︎ კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო;
✔︎ სამუშაოს და დასვენების ბალანსის ხელშეწყობა;

კონკურსის ეტაპები:

▶︎ ინტერვიუ ჯობ დილერთან;
▶︎ ონლაინ შეხვედრა დამკვეთთან;

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე career@jobdeal.ge 
(გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ შესაბამისი ქალაქი)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თქვენი CV/რეზიუმეს გამოგზავნით, ავტომატურად ეთანხმებით იმას, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი დასაქმების მიზნით, ჩვენს არსებულ ან პოტენციურ დამკვეთ ორგანიზაციაში. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

გაზიარება