სეილს ფორსი პრობლემის კრეატიული გადაწყვეტაა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც:
• გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიისთვის, ვერ იზიდავენ რელევანტურ კანდიდატებს;
• რეკრუტინგის მთლიან პროცესში, დაუსრულებლად ხარჯავენ დროს და ფულს;
• შერჩეულ ადამიანს, მოკლე დროში კარგავენ ან თავად უშვებენ სამსახურიდან;
• დაიღალნენ ექსპერიმენტების ჩატარებითა და გამართლების იმედად ყოფნით;
გაყიდვების მენეჯერის რეკრუტინგის დროში გაჭიანურება და არასწორი შერჩევა, კომპანიას აკარგვინებს ორგანიზაციულ რესურსებს, ამცირებს ბაზრის ათვისების შესაძლებლობებს და ხელს უშლის შემოსავალების ზრდას.


თქვენი ვაკანსიისთვის, ჩვენ შეგვიძლია მოვიზიდოთ, მოვიძიოთ და გადავარჩიოთ როგორც პროფესიონალი, ისე დამწყები გაყიდვების მენეჯერები.
რას ვაკეთებთ განსხვავებულს?
• კარგად ვიცით, როგორ უნდა დავაინტერესოთ რელევანტური კანდიდატები;
• ვფლობთ გაყიდვების მენეჯერის პროფილისთვის განკუთვნილ შერჩევის მეთოდს;
• ვდებთ ადეკვატურ პროგნოზებს, არგუმენტირებულ მონაცემებზე დაყრდნობით;
• გიწევთ ეფექტურ კონსულტაციას შერჩევის მომზადებიდან აღსრულებამდე;
ჩვენი გადაწყვეტა ეხება როგორც საცალო, ისე კორპორატიულ გაყიდვებს.
მომსახურების ეტაპები
მოკლე დროში ვეცნობით თქვენი კომპანიის სპეციფიკას, ვაკანსიის აღწერას, გაყიდვების პოლიტიკასა და გასაყიდ პროდუქტებს/სერვისებს. აქედან გამომდინარე, ვსაზღვრავთ იდეალური კანდიდატის პროფილს.
ვაკანსიას ვავრცელებთ სწორ არხებში, პოტენციურ კანდიდატებს ვთავაზობთ ცვლილებებს და ვატარებთ ინტერვიუებს. პროცესი სრულდება ოპტიმალური რაოდენობის კანდიდატების გადარჩევით, რომელთა შესახებაც გიგზავნით ინფორმაციებს.
ვაორგანიზებთ შეხვედრას თქვენსა და კანდიდატებს შორის. ამ პროცესს ვუწევთ მოდერაციას და მხარეებს გეხმარებით ინფორმაციების ეფექტურად და ეფექტიანად გაცვლაში.
იღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კანდიდატია თქვენთვის ყველაზე მისაღები. საჭიროების შემთხვევაში, აქტიურად გეხმარებით DM ინსტრუმენტებით.
ჩვენ გირჩევთ

რატომ არ ვყიდით ადამიანებს?