არასამეწარმეო ორგანიზაციისთვის, რომელის მიზანია რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ვეძებთ საველე მკვლევარებს.

ორგანიზაციის ძირითადი ამოცანები არის შესაძლებლობების შექმნა, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა და მათ ბიზნესის ზრდა ბაზარზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებით.

ძირითადი მოვალეობები:

• საველე კვლევის ჩატარება, მათ შორის გამოკითხვები, ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფების დისკუსიები, რათა შეგროვდეს ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონაცემები ადგილობრივ SME-ებზე, სერვისებზე, ინფრასტრუქტურასა და რესურსებზე.
• იმუშაოს საზოგადოების წევრებთან, ადგილობრივ ბიზნესებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა იდენტიფიცირება მოახდინოს ეკონომიკური განვითარების გამოწვევები და შესაძლებლობები.
• კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზება გაუწიოს ადგილობრივ შეხვედრებს, სემინარებს და ტრენინგებს.
• მიაწოდოს კვლევის შედეგები რეგიონალური ჰაბის ხელმძღვანელს.
• დაეხმაროს დეტალური ანგარიშების შექმნაში, რაც მოიცავს ადგილობრივი პირობების ანალიზს და რეკომენდაციებს ქმედებისთვის.

მინიმალური მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება (სასურველია სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკის ან მსგავსი მიმართულებით);
• სასურველია, სოციოლოგიური კველვების ჩატარების ან ამ პროცესში მონაწილეობის გამოცდილება;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• სასურველია, ინგლისური ენის ცოდნა.
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
• ანალიტიკური აზროვნება;
• დროის მართვის უნარი;

სამუშაოს ადგილმდებარეობა ქუთაისი;
დასაქმების ტიპი:
სრული განაკვეთი;

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (1 საათიანი შესვენების ჩათვლით);
ვაკანტური ადგილების რაოდენობა:
2
უშუალო ხელმძღვანელი: რეგიონული ჰაბის ხელმძღვანელი;
ხელზე ასაღები ხელფასი: 2500 ლარიდან, შეთანხმებით.

დამატებით, დამსაქმებელი გთავაზობთ:

✔︎ თანამედროვე მენეჯემეტთან მუშაობის შესაძლებლობა;
✔︎ კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო;
✔︎ სამუშაოს და დასვენების ბალანსის ხელშეწყობა;

კონკურსის ეტაპები:

▶︎ ინტერვიუ ჯობ დილერთან;
▶︎ ონლაინ შეხვედრა დამკვეთთან;

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე career@jobdeal.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თქვენი CV/რეზიუმეს გამოგზავნით, ავტომატურად ეთანხმებით იმას, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი დასაქმების მიზნით, ჩვენს არსებულ ან პოტენციურ დამკვეთ ორგანიზაციაში. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

გაზიარება